ამერიკელმა კონგრესმენებმა მიიღეს კანონი, რომელიც ტრამპს ნატო-ს დატოვებას უკრძალავს

საქართველო, თბილისი - 10:23 | 23.01.2019
ნანახია: 662

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო კანონი, რომელიც დონალდ ტრამპს ნატო-დან გასვლას აუკრძლავს იმ შემთხვევაში თუ ის ამ ნაბიჯზე წავა.

კანონპროექტს მხარი 357-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 22 წინააღმდეგ წავიდა.

კონგრესს არ შეუძლია ფორმალურად აუკრძალოს ტრამპს ალიანსის დატოვება, თუმცა შეუძლია დაბლოკოს მისი დაფინანსება. მსგავსი ტაქტიკა კონგრესმა უკვე გამოიყენა, რათა ბარაკ ობამასთვის გუანტანამოს ციხის დახურვის ნება არ მიეცა.

ამასთან, კონგრესმენები ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებნ დახარჯონ მშპ-ს დაპირებული 2 პროცენტი თავდაცვისთვის, რაზეც ტრამპიც საუბრობს. კანონპროექტი ასევე მხარს უჭერს ევროპის ინიციატივას რუსეთის შეკავების შესახებ

ტრამპმა რამდენიმე დღის წინ ალიანსის წევრებს მოსთხოვა გადაიხადონ ნატო-ს თავდაცვის ხარჯები, რომლის სამ მეოთხედსაც  აშშ იხდის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე