სალომე ზურაბიშვილი ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 09:39 | 23.01.2019
ნანახია: 571

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მანამდე სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ასევე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანის შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინთან და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან.

პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გასტანს.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე