მშობლებმა 20 დღის ჩვილი ცოცხლად დამარხეს

საქართველო, თბილისი - 17:15 | 22.01.2019
ნანახია: 691

ინდოეთის ქალაქ შახჯახანპურში მშობლებმა ახალშობილი ქალიშვილი ცოცხლად დამარხეს, იუწყება Daily Mail-ი.

გამოცემის ცნობით, ცოლ-ქმარმა და ოჯახის ორმა ნათესავმა ეს ნაბიჯი ბავშვის დაბადებიდან 20 დღის შემდეგ გადადგა, რადგან შამანმა ისინი დაარწმუნა, რომ გოგონა „ბოროტი სულებით“ იყო შეპყრობილი.

ჩვილი აუზის გვერდით დამარხეს, მაგრამ ის შემთხვევითმა გამვლელმა გადაარჩინა.

 „ბავშვის ტირილი გავიგონე. სწრაფად ამოვთხარე მიწა და ის ცოცხალი ამოვიყვანე“, - ყვება მამაკაცი.

მამაკაცმა ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს. ამჟამად გოგონა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ადგილობრივი პოლიცია გოგონას დედას ეძებს, რომელმაც მიმალვა მოახერხა. მამა და ორი ნათესავი კი დაკავებულები არიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე