რუსეთში ბომბდამშენი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 16:41 | 22.01.2019
ნანახია: 782

რუსეთში, მურმანსკის ოლქში ბომბდამშენი ტუ-22მ3 ჩამოვარდა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

კატასტროფა ვისოკის დასახლების სამხედრო აეროდრომში მოხდა. უწყების ცნობით, გეგმიური ფრენის დროს თვითმფრინავი თოვლის ქარბუქში მოყვა, ვარდნა დაიწყო და კატასტროფა განიცადა.

დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი, ხოლო ორი დაშავდა. თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თვითმფრინავს საბრძოლო კომპლექტი არ ჰქონდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე