სურგუთ-მოსკოვის ავიარეისის მგზავრმა ეკიპაჟს ავღანეთისკენ გაფრენა მოსთხოვა - „ინტერფაქსი“

საქართველო, თბილისი - 15:56 | 22.01.2019
ნანახია: 658

სურგუთ-მოსკოვის ავიარეისის ერთ-ერთმა მგზავრმა ფრენის დროს თვითმფრინავის ეკიპაჟს ავღანეთში გაფრენა მოსთხოვა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

Flight Radar-ის ცნობით, „ბოინგ 737“-ის ბორტზე გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა. თვითმფრინავმა მიმართულება შეცვალა. ტრაექტორიის მიხედვით, სავარაუდოდ, ის ხანტი-მანსიისკენ მიემართება.  

რეისს ავიაკომპანია „აეროფლოტი“ ასრულებს. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და მხოლოდ ის იციან, რომ თვითმფრინავს აფრენის დროს პრობლემები არ შექმნია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე