მომღერალი კრის ბრაუნი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:41 | 22.01.2019
ნანახია: 818

პოპულარული ამერიკელი მომღერალი და რიანას ყოფილი ბოიფრენდი კრის ბრაუნი პარიზში გაუპატიუერების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ გაზეთი Parisien-ი სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს.

არსებული ინფორმაციით, სკანდალურ შემსრულებელს 24 წლის ქალი ადანაშაულებს. მისი თქმით, ბრაუნმა გასულ კვირას ის სასტუმრო Mandarin Oriental-ის ნომერში გააუპატიურა. მისივე თქმით, მომღერალმა სასტუმროში  ერთ-ერთ ღამის კლუბში გაცნობის შემდეგ დაპატიჟა.

ბრაუნის გარდა გაუპატიურებაში ბრალი ასევე ედებათ მომღერლის მეგობარსა და პირად მცველს. სამივე პოლიციამ სასტუმროში დააკავა.

ბრაუნმა 2012 წელს Grammy-ის პრემია ალბომ F.A.M.E.-სთვის მიიღო. 2013 წელს მისი ალბომი Fortune ნომინირებული იყო პრემიაზე „საუკეთესო თანამედროვე ალბომის“ კატეგორიაში.

მომღერლი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში უკვე რამდენიმე წელია იმყოფება. 2009 წელს ბრაუნი, როდესაც რიანას ხვდებოდა მისი ცემისთვის დააკავეს და 5-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე