Facebook-მა 2015 წლის ყველაზე განხილვადი თემები დაასახელა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 11.12.2015
ნანახია: 1326

Facebook-მა 2015 წლის ყველაზე განხილვადი თემები დაასახელა. სოციალური ქსელის მიერ მოხდა ყველაზე განხილვადი 10 თემის ამოკრეფა. როგორც Facebook-ის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წელი დასასრულს უახლოვდება და ქსელმაც გადაწყვიტა წელი შეეჯამებინა და საზოგადოებისათვის ყველაზე განხილვადი თემების რეიტინგი გაეხსენებინა.

მაშ ასე, 2015 წელს Facebook-ზე ყველაზე განხილვადი თემები იყო:

  1. აშშ-ს პერეზიდენტის არჩევნები;
  2. პარიზის, 13 ნოემბრის ტერაქტების სერია;
  3. სირიის სამოქალაქო ომი და დტოლვილების პრობლემები;
  4. ეპალის მიწისძვრა;
  5. საბერძნეთის სავალო კრიზისი;
  6. ქორწინების ტანასწორობა;
  7. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა;
  8. Charlie Hebdo-ს რედაქციაზე ტერორისტების თავდასხმა;
  9. პროტესტი ბალტიმორში;
  10. ჩარლსტონის ტრაგედია და დავა კონფედერაციის დროშის ირგვლივ;



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე