შავ ზღვაში, ორ ტანკერზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 მეზღვაური დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:53 | 22.01.2019
ნანახია: 688

შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან ორ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა 11 მეზღვაური.

პირველდი ინფორმაციით, გემების ბორტებზე 31 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან.

ხანძარი ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ ორ ხომალდზე გაჩნდა. გავრცელებულ ცნობით, ერთი ხომალდიდან მეორეზე საწვავის გადატვირთვის დროს აალება მოხდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. მეზღვაურები გადარჩენის მიზნით ზღვაში გადახტნენ.

მაშველებმა 12 მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს. დანარჩენებს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე