სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:32 | 22.01.2019
ნანახია: 679

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს დღესეწვია, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

დიასპორასთან შეხვედრაზე დაისვა ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიცბელგიაში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, მათ შორის იყოორმაგი მოქალაქეობის თემაც.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩისა და

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალი საბანაძისგანცხადებით, რამდენიმე საინტერესო იდეა გაჟღერდა პრეზიდენტის მხრიდან, მათშორის საქართველოს პარლამენტში დიასპორის წარმოამადგენლის ინსტიტუტისშესახებ, რომლის მაგალითებიც არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისპარლამენტებში.

როგორც ელჩმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული დიასპორაგაძლიერდა და გაიზარდა,

მათი ინტერესების გატარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წამოწყება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, დიასპორის ორგანიზაციების ჩართულობასქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.

დიასპორის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობადიასპორასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კიდევ უფრო გაღრმავდებადა ნაყოფიერი გახდება.

სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის უმაღლესისასწავლებლების ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე