ევროკავშირმა სკრიპალების საქმის გამო ГРУ-ს უფროსსა და თანამშრომლებს სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 17:34 | 21.01.2019
ნანახია: 611

ევროკავშირმა სკრიპალების საქმის გამო რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ-ს) უფროსის, მისი მოადგილისა და უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ბრიუსელი აცხადებს, რომ ისინი პასუხისმგებლები არიან ნერვულ-პარალიტური ნივთიერების შენახვაზე, ტრანსპორტირებასა და 2018 წლის 4 მარტს სოლსბერიში მის გამოყენებაზე.

სანქციები დაუწესდება ასევე სირიაში სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და იქ მომუშავე ხუთ პირს.

სანქციები მოიცავს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვას და აქტივების გაყინვას. ამის გარდა ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ სანქციათა სიის ფიგურანტებისთვის ფინანსების გამოყოფა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე