არასამთავრობო სექტორს სამართლიანი მოთხოვნები გააჩნია, რომელიც იმ წინადადებებს ეხმიანება, რაც „ევროპულმა საქართველომ“ დააყენა - სერგი კაპნაძე

საქართველო, თბილისი - 16:07 | 21.01.2019
ნანახია: 629

როგორც ჩანს, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია და ეს მმართველობა უნდა დამთავრდეს, - პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე არასამთავრობო სექტორის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლის მოთხოვნას ეხმიანება.

მისი თქმით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს სამართლიანი მოთხოვნები აქვს.

„საქმე სასამართლო სისტემას და იქ არსებულ კლანურ მმართველობას ეხება. როგორც ჩანს, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია და ეს მმართველობა უნდა დამთავრდეს. ბიძინა ივანიშვილს სურს, კლანური მმართველობა კიდევ უფრო იყოს ორიენტირებული მისი სურვილების შესრულებაზე. არასამთავრობო სექტორს სამართლიანი მოთხოვნები გააჩნია, რომელიც იმ წინადადებებს ეხმიანება, რაც „ევროპულმა საქართველომ“ დააყენა. იმედი გვაქვს, ერთობლივი ბრძოლით იმას მივაღწევთ, რომ კრიტერიუმები გამჭვირვალე და გაწერილი იქნება. ასევე ყველა კანდიდატურას ძალიან სერიოზული გასაუბრების გავლა მოუწევს“, – განაცხადა კაპანაძემ.

არასამთავრობო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვს, ასევე ითხოვს, რომ თანამდებობებიდან გადადგნენ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე