ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 15:40 | 21.01.2019
ნანახია: 1112

ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე გაიმართა კონსულტაციები სხვადასხვა პარტიებთან და ახლა უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროა.

„პირველი ჩვენ რაზეც ვიმსჯელებთ ეს არის საერთო ოპოზიციური ფრონტის  შექმნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყანაში. რაზეც უკვე იყო დისკუსიები სხვადასხვა პარტიებთან. მოვისმინეთ ამ კონსულტაციის შედეგები და უკვე არის მზაობა, რომ გადავიდეთ აქტიურ ქმედებაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მაშინ როდესაც სპორტული ფედერაციის თავმჯდომარეების რომლებიც სინამდვილეში არიან  ქურდული „ოცნების“ ზონდერები  ურტყამენ ევროპის ჩემპიონებს, როდესაც ცემა-ტყეპა გახდა  საქართველოს მოქალაქისთვის ტელევიზიის ეკრანზე მთავარი ამბავი. როდესაც ცემა-ტყეპა  გახდა ჩვენი ცხოვრების ნორმალური წესი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება უბრალოდ. საჭირო არის შეიქმნას ექსპერტთა საბჭო, რომელშიც იქნებიან მარტო საქართველოს არა მოქალაქეები, უცხოელები, უცხო ქვეყნის  მოქალაქეები. რომლებსაც ექნებათ შესაბამისი სამართლებრივი, ცხოვრებისეული, მორალური გამოცდილება იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაბლოკონ ის კანდიდატები რომლებიც არ იმსახურებენ არანაირად მოსამართლის მაღალ წოდებას“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე