ბრედ პიტი შარლიზ ტერონს ხვდება

საქართველო, თბილისი - 15:37 | 21.01.2019
ნანახია: 1242

ჟურნალისტებს მოსვენებას არ აძლევს ის ფაქტი, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრტედ პიტის განშორებიდან ორი წლის შემდეგაც კი ყოფილმა ცოლ-ქმარმა პირადი ცხოვრება ვერ ააწყო. მედია რეგულარულად წერს მათი რომანების შესახებ, თუმცა არცერთი მათგანი ამ დრომდე არ დადასტურებულა.

თუმცა The Sun-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პიტი მარტო აღარ არის. მათი ინფორმაციით, ბრედი შარლიზ ტერონს ხვდება. გამოცემის წყაროს თქმით, შეყვარებულები ერთად 2018 წლის ბოლოდან არიან.

შრლიზი ბრედს დეკემბრის ბოლოს სტუმრობდა, ამის გარდა, ისინი ერთად გამოჩნდნენ ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე, სადაც პიტი პროდიუსერის რანგში წარსდგა, შარლიზი კი მიწვეული ვარსკვლავი იყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ მსახიობები რომანს ვერ მალავდნენ.

ვარსკვლავების ოფიციალურ წარმომადგენლებს მათი სასიყვარულო კავშირის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლიმ ბერდ პიტთან განქორწინების შესახებ განცხადება სასამართლოში 2016 წლის სექტემბერში შეიტანა.

არსებული ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მხარეები განქორწინების შესახებ შეთანხმდნენ. 2 წლის განმავლობაში ბრედ პიტმა ბავშვებს 10 მლნ დოლარის ალიმენტი გადაუხადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე