Brexit-ის ახალ გეგმას ტერეზა მეი პარლამენტში წარადგენს

საქართველო, თბილისი - 14:29 | 21.01.2019
ნანახია: 601

დღეს, 21 იანვარს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი პარლამენტში ბრექსიტის ალტერნატიულ გეგმას წარადგენს. მთავრობის მიერ შემუშავებული ალტერნატიული წინადადების, რომელსაც "გეგმა ბ"-ს უწოდებენ, შინაარსი ჯერ არ არის გასაჯაროვებული. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

სავარაუდოდ, ალტერნატიული გეგმის კენჭისყრა ბრიტანეთის პრალმანენტში 29 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა პარლამენტარებმა 15 იანვარს, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრექსიტის შეთანხმება ჩააგდეს. შეთანხმებას მხარი 202-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 432 წავიდა.

ბრექტის შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ, პარლამეტნში, ლეიბორისტების ლიდერის ჯერემი კორბინის ინიციატივით, მთავრობის უნდობლობის საკითხს უყარეს კენჭი. ტერეზა მეის მთავრობამ უნდობლობს ვოტუმი გადალახა.

ევროკავშირში ყურადღებით ადევნებენ თვალს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესს. ევროპული გაერთიანების ლიდერები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესის გახანგრძლივებაზე საუბრობენ.

შეთანხმების მიხედვით, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე