ათენში საპროტესტო აქციების დროს 7 ადამიანი დააპატიმრეს

საქართველო, თბილისი - 12:25 | 21.01.2019
ნანახია: 575

ათენში საპროტესტო აქციების დროს 7 ადამიანი დააკავეს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციელთა განცხადებით, უწესრიგობების დროს დაშავდა 25 სამართალდამცველი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ათენში გიმართა მრავალათასიანი მიტინგი, რომლის მონაწილეებიც სკოპიესთან  მაკედოონიის ახალი სახელწოდების შესახებ შეთანხმებას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. მედიის ცნობით, ისინი ანარქისტები იყვნენ. საბერძენთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უწესრიგობები რადიკალებმა და ულტრამემარჯვენე პარტიის წარმომადგენლებმა მოაწყეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე