სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტუსკსა და ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 12:01 | 21.01.2019
ნანახია: 634

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალურივი ზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდება. შეხვედრები ასევე დაგეგმილია ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანისთან,  ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტის დაწყება ბრიუსელიდან პოლიტიკური განაცხადია და მასთან შეხვედრის დიდი მოლოდინია.
"საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ჩვენს პარტნიორებს ნატოში და ევროკავშირში. შეხვედრები დაგეგმილია ევროკავშირის სამივე პრეზიდენტთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს. მოლოდინია და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკეთებს იმ განაცხადს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაცია", - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 21 იანვარს დაიწყება 23 იანვრამდე გასტანს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე