Forbes-მა 2015 წლის ყველაზე წარმატებული მილიარტდელი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 11:23 | 11.12.2015
ნანახია: 1551

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა 2015 წლის ყველაზე წარმატებული მილიარდერების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, რომელმაც მოახერხა და ერთი წლის განმავლობაში საკუთარი ქონება 29,5 მლრდ დოლარიდან 58,4 მლრდ დოლარამდე გაზარდა. რეიტინგში მეორე ადგილზე Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკენბერგია, რომელმაც 11,2 მლრდ დოლარის ქონება 45,6 მლრდ დოლარამდე გაზარდა.

„შესანიშნავ სამეულს“ ასრულებს Google-ის დამაარსებელი ლარი პეიჯი, რომელის ქონებაც 9,2 მლრდ დოლარიდან 38,4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

Google-დან მისი კოლეგის სერგეი ბრინის ქონება კი 8,9 მლრდ დოლარიდან 37,6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა და შესაბამისად რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეც აღმოჩნდა.

„ტოპ-5“ კი ნიუ-იორკის ყოფილი მერი, Bloomberg-ის დამაარსებელი მაიკლ ბლუმბერგი ასრულებს, რომლის ქონებაც 5,5 მლრდ დოლარიდან 40,5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე