კახას სიტყვები არის არაეთიკური? - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 15:17 | 18.01.2019
ნანახია: 1167

კახას სიტყვები არის არაეთიკური? ამის თქმა გსურთ? ეს კითხვაც კი თავის კითხვაში თქვენს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტის შეკითხვას , რომელიც კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ  სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინც იყო,  კარგად იცის საზოგადოებამ.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ქალაქის მერმა, სიძულვილის ენას იუმორით უპასუხა და ეს ძალიან კარგია.

ყველაზე ცუდი დასამახსოვრებლად რაც ჩვენ გვქონდა უკანასკნელ არჩევნებში, ეს იყო სიძულვილის ენა და ეს არის მიუღებელი. სამწუხაროდ, ამ სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინც იყო, ესეც კარგად იცის საზოგადოებამ. შესაბამისად, ყოველთვის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია, მათ შორის კახასი იყო, არის და მუდამ იქნება, რომ ეს არის მიუღებელ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების დიდი ნაწილი განაგრძობს იგივე რეჟიმში ცხოვრებას, რადგან ეს მათი ცხოვრებისეული ფასეულობაა. ამასთან ერთად არსებობს იუმორიც და იუმორი არის ძალიან კარგი“, - განაცხადა ბახტაძემ.

კახა კალაძემ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ მთაწმინდაზე ადგილი ფართოვდება გამოსაქანებლად და ოპოზიციის წევრებს ურჩია იქიდან გამოექანონ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე