პირები, რომლებმაც 2019 წლის 15 იანვრამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს, სახდელისგან თავისუფლდებიან

საქართველო, თბილისი - 14:40 | 18.01.2019
ნანახია: 614

ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, შესაბამისი დადგენილება მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილება.

მამუკა ბახტაძის თქმით, კანონი მოქალაქეებს სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

„ჩვენი მიზანია, ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლდნენ და გარკვეული შვება მიეცეთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც ჯარიმისა და მისი გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავები ძალიან მძიმე ტვირთად აწევთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, მთლიანობაში საუბარია მოქალაქეების 22 მლნ ლარამდე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე