დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი

საქართველო, თბილისი - 14:15 | 18.01.2019
ნანახია: 801

საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს ორი დღის უკან. გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ,ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილებს ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებას. მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცველებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება. გარწმუნებთ ყველას, რომ ყველა ის პირი, ვინც იქნება გამოვლენილი, რომ ტრაგედიასთან მიმართებაში მათ ჰქონდათ თავიანთი პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში 16 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია, ხოლო რვა დაშავდა. დაშავებულთა შორის 6 არასრულწლოვანია. ამ მომენტისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში ერთი მცირეწლოვანი რჩება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე