კალაძემ პოლიტიკური კინკლაობისგან ერთი დღეც ვერ გაძლო – გიგი უგულავა
საქართველო, თბილისი - 13:08 | 18.01.2019 ნანახია: 684გიგი უგულავა დღეს გამართულ ბრიფინგზე კახი კალაძეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის.
„ქართული ოცნებისა“ და კალაძის იმ დაუსრულებელ სავაჭრო ნიშანს ვხედავთ, რომ მათი ინსტიქტი მხოლოდ გადაბრალებაა. ვიდრე ისეთი ხელისუფლება გვეყოლება, რომელიც სხვას აბრალებს და პასუხისმგებლობას ვერ იღებს, მანამდე წინ ვერ წავალთ და პრობლემები ვერ მოგვარდება. მერმა ხელი გაიშვირა, თითქოს 2009 წელს კანონი შეიცვალა, თუმცა ეს კანონი კავშირში არ არის შენობის ექსპულატაციაშიმიღებასა და იქ კომუნალური სერვისების შეყვანაში. კალაძემ როგორც სჩვევია, პოლიტიკური ცვედნობა გამოავლინა და ხელი წინა ხელისუფლებისკენ გაიშვირა. 2009 წელს ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ გაუქმდა, რომლებიც ექსპლუატაცია მიუღებელ შენობებში ცხოვრობენ. თბილისში ასეთი ადამიანი ათიათასობითაა, განსაკუთრებით დევნილები არიან. კალაძეს ვეკითხები – დევნილებს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრობენ, საკუთარ ფართად ვერ ირეგისტრირებენ და კომუნალური სერვისები ვერ შეჰყავდათ, ამბობთ, რომ ექსპლუატაცია მიუღებელ შენობაში მცხოვრებ ადამიანებს ჯარიმა უნდა დააკისრონ? – ანუ, ღარიბი კიდევ უნდა გააღარიბო. კანონის აღსრულების პრობლემა არსებობს, რადგან წლების მანძილზე ასეთ შემთხვევაზე არავინ დაუსჯიათ, პრობლემა ეს არის და არა კანონი, რომელიც 2009 წელს შეიცვალა. თუ კანონი არ ვარგოდა, შვიდი წელია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია და შეეცვალა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი ინსტიქტია, ხელი გაიშვიროს წინამორბედისკენ, ოღონდ, დამნაშავე თავად არ იყოს. კალაძემ პოლიტიკური კინკლაობისგან ერთი დღეც კი ვერ გაძლო”, – აღნიშნა უგულავამ.
ყოფილმა მერმა ყურადღება „ყაზტრანსგაზ თბილისის“ შესაძლო გასხვისებაზეცგაამახვილა.
„გუშინ ნაწილობრივ მართალი ინფორმაცია გავრცელდა, რომ კომპანიაში კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია შესვლას აპირებს. ეს კომპანია მერვე წელია, არც მიწისაა და არც ცის. არც სახელმწიფოსია, არც – კერძოსია. კომპანიას განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგია არ აქვს. გამოსავალია, სახელმწიფომ წამოიღოს და შემდეგ საერთაშორისო, გამჭვირვალე ტენდერის ჩატარება მოხდეს. მართლა ინვესტორის შეყვანა მოხდეს და არა ხვიჩა მაქაცარიას, რათა კომპანია განვითარდეს და თანამშრომლები საკუთარ საქმეს გულგრილად აღარ ეკიდებოდნენ. თუ ხვიჩა მაქაცარია კომპანიის უკან აღმოჩნდება, მაშინ თბილისელებმა უნდა იცოდეთ, რომ კომპანია კალაძის საკუთრებაში იქნება, რადგან მაქაცარია მისი პარტნიორია ბიზნესში. კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრი იყო, მან „ყაზტრანსგაზის“ ავანჩავანი და შინაარსი იცის, როგორც ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა. დადასტურებული არ არის, მაგრამ მოლაპარაკება მიდის, რომ კომპანია ხვიჩა მაქაცარიას მიყიდონ”, – განაცხადა უგულავამ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა