ოპოზიციის წევრებს შეუძლიათ მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან გამოექანონ - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:53 | 18.01.2019
ნანახია: 803

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოიზციის განცხადებებს პასუხოვს და მის წევრებს  მთაწმინდიდან, ხოლო მიხეილ საკაშვილს ჰოლანდიიდან გამოქანებას ურჩევს.

როგორც ხაბეიშვილმა საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, კახა კალაძე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის გამოძიების პროცესში უნდა დაიკითხოს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძე „ყაზტრანსგაზ თბილისის” არაოფიციალური მენეჯერია და მან დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხი უნდა აგოს.

„თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და ... ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს,“- თქვა დედაქალაქის მერმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე