ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 18.01.2019
ნანახია: 1169

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის 1/8 ფინალში ვერ გავიდა - საქართველოს პირველი ჩოგანი, რომელიც მსოფლიოში მე-20 ადგილზეა, ბერძენ მე-15 ჩოგან სტეფანოს ციციპასთან 4 სეტში, 3:6, 6:3, 6:7 (7:9), 4:6 დამარცხდა. ამრიგად, ნიკა წლის პირველ დიდ სლემს მესამე რაუნდში გამოეთიშა - ბასილაშვილმა მანამდე ამერიკელი კრისტოფერ იუბენკსი და იტალიელი სტეფანო ტრავალია დაამარცხა.

პირველ სეტში ნიკამ საკუთარი მოწოდება მეოთხე გეიმში დათმო, თავად კი ვერ შეძლო ბრეიკის აღება. მეორე სეტი ნიკამ კარგად ჩაატარა, მეორე გეიმშივე აიღო ბრეიკი და მოპოვებული უპირატესობა სეტის ბოლომდე შეინარჩუნა. 

მესამე სეტი ყველაზე დაძაბული გამოდგა - გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი გახდა საჭირო, რომელიც ბერძენმა ჩოგბურთელმა 9:7 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ სეტში ციციპასმა და ბასილაშვილმა თითო ბრეიკი აიღეს. მეოთხე სეტში ანგარიში 3:3 იყო, როდესაც ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება წააგო და სწორედ ამ გეიმმა გადაწყვიტა მატჩის ბედი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე