პრინცი ფილიპი ავტოავარიაში მოყვა (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 11:19 | 18.01.2019
ნანახია: 665

ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპი ავტოავარიაში მოყვა. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ედინბურგის 97 წლის ჰერცოგი ინციდენტისას არ დაშავებულა. შემთხვევა ნორფოლკის საგრაფოში, სანდრინგემის სასახლის სიახლოვეს მოხდა.

ავარიაში კიდევ ერთი ავტომობილი მონაწილეობდა.

მეორე ავტომობილში მყოფი ორი პირი მსუბუქად დაშავდა.

Range Rover-ი, რომელსაც პრინცი ფილიპი მართავდა, შეჯახების შედეგად გადაბრუნდა. თვითმხილველთა თქმით, ისინი პრინცს მანქანიდან გამოსვლაში დაეხმარნენ. მათივე თქმით, ის შეშინებული იყო.

Место аварии




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე