სომხეთის პრემიერ მინისტრი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 14:42 | 17.01.2019
ნანახია: 686

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა, – ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებს დიდ დიღომში დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„16 იანვარს, ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას მსხვერპლთა და დაზარალებულთა შორის სომეხი მოქალაქეები და ეთნიკური სომხები არ არიან.  აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში თანაგრძნობას გამოხატავს ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით და მხარდაჭერას უცხადებს დაღუპულთა ნათესავებსა და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაში.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. დაშავებულთა შორის 6 არასრულწლოვანია. ამ დროისათვის იაშვილის კლინიკაში ერთი ბავშვი რჩება. კლინიკა დატოვა ორმა მოზრდილმაც. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე