ლიონის უნივერსიტეტის კამპუსში აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 13:53 | 17.01.2019
ნანახია: 622

ლიონის უნივერსიტეტის კამპუსში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია BFM TV იუწყება.

პირველადი მონაცემებით გაზის სამი ბალონი აფთქდა. მომხდარს სამშენებლო სამუშაოებს უკავშირებენ.

პირველად საუბარი სამ დაშავებულზე იყო, თუმცა დაზუსტებული ცნობით, მსუბუქი დაზიანებები მიიღო ერთმა ადამიანმა.

კამპუსიდან განხორციელდა ევაკუაცია, ცეცხლმოდებულ შენობასთან 100 მეტრზე მეტად მიახლოება აკრძალულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე