თბილისში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავში მძიმედ დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:32 | 11.12.2015
ნანახია: 1636

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მერსედესის მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე სამ ადამაინს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, დედა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი ბორდიულზე იდგნენ, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.

დაზარალებულები იაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები და უცნობია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ შსს-მ განუცხადა, საქმეზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, პირველი ნაწილით.

შემთხვევა გუშინ დილით მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე