რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

საქართველო, თბილისი - 13:11 | 17.01.2019
ნანახია: 574

2019 წელს რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილოებას არ მიიღებს.

რუსი დეპუტატები აცხადებენ, რომ რუსეთისა და ევროსაბჭოს მუშაობა ანტირუსული კამპანიის გამო ფატქობრივად შეჩერებული იყო.

დუმის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ევროსაბჭოს საპრალამენტო ასამბლეში რუსული დელგაციის დაბრუნებისა და ევროსაბჭოს ბიუჯეტში რუსეთის ფედარციის საწევროების გადახდის განახლების  საფუძველს ვერ ხედავენ.

რუსეთსა და ევროსაბჭოს ურთიერთობა 2014-2015 წლებში გამწვავდა, როდესაც ყირიმთან დაკავშირებული პოზიციის გამო რუს პარლამენტარებს რიგი  უფლებები ჩამოართვეს. მოსკოვმა ასეთ პირობებში მუშაობის შეუძლებლობის შესახებ განაცხადა და სხდომებში მონაწილეობის მიღება შეწყვიტა.

2017 წლის ივნისის ბოლოს ვითარება უფრო გამწვავდა. მოსკოვმა ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევროს გადახდა გაყინა იმ დრომდე ვიდრე, მისი განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება არ აღდგება.

აპრილში ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბერნ იაგლანდმა განაცხადა, რომ თუ ქვეყანა საწევროს ორი წლის განმავლობაში არ იხდის, ევროსაბჭო მისი გარიცხვის საკითხის განიხილავს. რუსეთისთვის ეს ვადა 2019 წლის ივნისში იწურება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე