ბრიტანეთის ელჩი დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმარებს

საქართველო, თბილისი - 12:40 | 17.01.2019
ნანახია: 622

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„შეძრული ვარ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დატრიალებული ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს“, – წელს დიპლომატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. დაშავებულთა შორის 6 არასრულწლოვანია. ამ დროისათვის იაშვილის კლინიკაში ერთი ბავშვი რჩება. კლინიკა დატოვა ორმა მოზრდილმაც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე