სერგეენკომ იაშვილის კლინიკაში დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი მოინახულა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 17.01.2019
ნანახია: 630

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვის მდგომარეობას გაეცნო.

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

„იაშვილის კლინიკაში გუშინ ​შემოვიდა ექვსი პაციენტი. ხუთი უკვე გაეწერა დილით. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობას აგრძელებს ერთი პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ჭრილობა, დასჭირდა ქირურგიული ოპერაცია. ახლა ბავშვი სტაბილურად არის. ყველა საჭირო დახმარება, კონსულტაცია და კვლევა მას მიღებული აქვს და გააგრძელებს კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას. მჯერა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე