“ყაზტრანსგაზ-თბილისმა” აფეთქების შესახებ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული განცხადება წაშალა

საქართველო, თბილისი - 12:26 | 17.01.2019
ნანახია: 1170

“ყაზტრანსგაზ-თბილისმა” ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტი წაშალა, სადაც დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებდა. განცხადება გამქრალია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდანაც.

პოსტი სავარაუდოდ, უარყოფითი გამოხმაურებების გამო წაიშალა. განცხადების ქვეშ, “ფეისბუქმომხმარებლები” კრიტიკულ კომენტარებს წერდნენ.

მომხდარის დეტალებზე კომპანია განცხადებას ამ დრომდე არ ავრცელებს.

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, 16 აინვარს 20:30  საათზე მოხდა. 8-სართულიან კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, დაზიანებულია 6 სართული. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნი. დაშავებულია 8 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ “ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე