ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მომხდარი აფეთქების გამო საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს

საქართველო, თბილისი - 11:40 | 17.01.2019
ნანახია: 619

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს.

„ტვიტერში“ ლიეტუველი დიპლომატი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა უკვე დატოვა ორმა მოზრდილმაც. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე