დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები თბილისის მერიამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო

საქართველო, თბილისი - 11:18 | 17.01.2019
ნანახია: 615

დიდ  დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, სულ 31 ადამიანი, ვინც დედაქალაქის მერიას მიმართა, ყველა უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და საკვებით. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა.  ილია ელოშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთები სულ 46-მა  დაზარალებულმა  გამოიტანა.

„ამ დროისათვის დაზარალებულებიდან ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია  სასტუმროებში  და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. ასეთი არის სულ 27 ადამიანი. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე