ტერეზა მეიმ პოლიტიკურ ძალებს Brexit-ის რეალიზაციისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა

საქართველო, თბილისი - 11:01 | 17.01.2019
ნანახია: 575

დიდ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ყველა პოლიტიკურ ძალას Brexit-ის რეალიზაციისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა მთვარობას ნდობა გამოუცხადა.

 „აუცილებელია ერთობლივი, კონსტრუქციული მუშაობა. ამიტომ მოვუდოწებ პარლამენტის წევრბესა და პარტიებს გავერთიანდეთ და წინ წავიდეთ“, - განაცხადა მეიმ და აღნიშნა, რომ დადგა დრო პირადი ინტერესების დავიწყების.

ტერეზა მეიმის თქმით, ბრიტანელების უმტესობას მიაჩნია, რომ მთვარობამ Brexit-ი უნდა განახორციელოს, იმის მიუხედავად, რომ თემთა პალატის დეპუტატებმა სამშაბათს Brexit-ის შეთანხება ჩააგდეს.

 „ევროკავშირთან გარიგება, რომელზეც ვმუშაობდი პარლამენტმა ხმათა დიდი სხვაობით არ მიიღო. ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია, შევასრულო ბრიტანელი ხალხის განკარგულება ევროკავშირის დატოვების შესახებ. მე ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო“, - აღნიშნა მეიმ.

ბრიტანელმა პარლამენტარებმა სამშაბათს, როგორც მოსალოდნელი იყო, Brexit-ის შეთანხმება ჩააგდეს. შეთანხმებას მხარი 202-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 432 წავიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე