დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორმა მოზრდილმა კლინიკა უკვე დატოვა

საქართველო, თბილისი - 10:22 | 17.01.2019
ნანახია: 634

თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორმა მოზრდილმა კლინიკა უკვე დატოვა. მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, 16 აინვარს 20:30  საათზე მოხდა. 8-სართულიან კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, დაზიანებულია 6 სართული. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნი. დაშავებულია 8 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ “ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე