სირიაში მომხდარ აფეთქებას ამერიკელი ჯარისკაცები ემსხვერპლნენ

საქართველო, თბილისი - 17:15 | 16.01.2019
ნანახია: 591

სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა სირიის ქალაქ მანბიჯში მომხდარი აფეთქების შედეგად.

ქურთული ტელეკომპანია „ქურთისტან 24“-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 2-დან 5-მდე ამერიკელი ჯარისკაცია.

მანბიჯის სამხედრო საბჭომ აშშ-ის მეთაურობით საერთაშორისო კოალიციის პატრულთან აფეთქების ფაქტი დაადასტურა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე