მღვდელმთავართა დიდი ნაწილი ან რუსეთის აგენტია, ან ინსტინქტურად პრო-რუსია - გია ნოდია

საქართველო, თბილისი - 15:52 | 16.01.2019
ნანახია: 863

მღვდელმთავართა დიდი ნაწილი ან რუსეთის აგენტია, ან ან ინსტინქტურად და ემოციურად პრო-რუსია, - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოლიტოლოგი გია ნოდია.

„ვინც ეკლესიაში (და მის გარეთ) უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების წინააღმდეგია, იშველიებს არგუმენტს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის ეკლესია აფხაზეთის ავტოკეფალიას აღიარებს. ეს არგუმენტი მე ძალიან სუსტი მგონია, მაგრამ თუნდაც ის უფრო ძლიერი იყოს, სინამდვილეში ეს ფაქტორი არ არის გადამწყვეტი. რეალური მიზეზი არის ის, რომ მღვდელმთავართა დიდი ნაწილი ან ამ სიტყვის ყველაზე ძველი და პრიმიტიული აზრით რუსეთის აგენტია, ანუ რუსეთზე მუშაობს და ამაში ფულს იღებს, ან ინსტინქტურად და ემოციურად პრო-რუსია. სათქმელად რა აქვს, მეორეხარისხოვანია“, - წერს ნოდია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე