ევროკავშირი Brexit-ის შესახებ ბრიტანეთისგან ახალ წინადადებებს ელოდება - ანგელა მერკელი

საქართველო, თბილისი - 15:45 | 16.01.2019
ნანახია: 714

ევროკავშირი Brexit-სგან ზიანის მინიმიზაციას  ცდილობს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ ტერეზა მეისგან ახალ წინადადებებს ელოდება, მას შემდეგ რაც მის გეგმას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ  პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

 „ველოდებით, რომ ბრიტანული მხარე იტყვის თუ რას გააკეთებს მომავალში. პრემიერმა ეს უკვე დააანონსა. გვსურს Brexit-სგან მიყენებული ზიანის მინიმიზაცია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დადგება. სწორედ ამიტომ შევეცდებით ვიმუშაოთ თანმიმდევრულ გამოსავალზე“, - განაცხადა მერკელმა.

კანცლერის თქმით, გერმანია სხვადასხვა სცენარისთვის მზად იყო, მათ შორის ევროკავშირიდან შეთანხემბის გარეშე დიდი ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებითაც. მისივე თქმით, კანონების პაკეტი, რომელიც ამასთან დაკავშირებით გერმანიამ მიიღო, ბუნდესტაგის მთავარი თემა იქნება.

 „ჩვენ კიდევ გვაქვს დრო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ველოდებით ბრიტანეთის პრემიერის წინადადებებს“, - დასძინა მერკელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე