რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს გააქტიურებას სათანადოდ ვუპასუხებთ - ლავროვი

საქართველო, თბილისი - 15:10 | 16.01.2019
ნანახია: 603

რუსეთს სურს აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენა, თუმცა თავის საზღვრებთან ნატო-ს გააქტიურებას სათანადოდ უპასუხებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კვლავინდებურად დაინტერესებულები ვართ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან ნორმალური ურთიერთობებით თანასწორობისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინების პრინციპებზე. რა თქმა უნდა, მომავალშიც სათანადოდ ვუპასუხებთ ნატო-ს  სამხედრო ქმედებების გააქტიურებას და რუსეთის საზღვრებთან ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მოახლოებას“, - განაცხადა ლავროვმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე