ჯვრის მონასტერთან შექმნილი ვითარება, ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება - მიხეილ ბატიაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:33 | 16.01.2019
ნანახია: 701

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჯვრის მონასტერთან შექმნილ ვითარებას ეხმიანება.

„ამ დროისათვის პრობლემა გადაჭრილია - ჯვრის მონასტრის ჭიშკარი გახსნილია, თუმცა, ისიც ცხადია, რომ მონასტერთან შექმნილი ვითარება, ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება.   სწორედ ამიტომ, ჩვენი უწყების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგაც, არსებული ვითარება მოწესრიგდება“, - განაცხადა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ სამი დღის განმავლობაში ჯვრის მონასტერი დაკეტილი იყო. ეს გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა ერთპიროვნულად მიიღო. მიზეზად, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გარევაჭრობა დასახელდა. მონასტრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, კარი არ გაიღება, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებენ. ამ საკითხზე განცხადება საპატრიარქომაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი. ჯვრის მონასტერი დღეს გაიხსნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე