ამერიკაში ირანელი ჟურნალისტი დააპატიმრეს - მედია

საქართველო, თბილისი - 14:29 | 16.01.2019
ნანახია: 683

ამერიკის პოლიციამ დააპატიმრა ირანული ინგლისურენოვანი ტელეარხის Press TV-ის ჟურნალისტი მარზიე ჰაშემი. ამის შესახებ ირანული ტელეკომპანია Twitter-ში წერს.

 „გვაცნობეს, რომ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ჟურნალისტი მარზიე ჰაშემი ვაშინგტონში დააპატიმრეს. მისი დაკავების მიზეზი უცნობია. მისთვის არანაიარი ოფიციალური ბრალი არ წაუყენებიათ“, - იუწყება ტელეარხი.

Press TV-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტი მისურის შტატის სენტ-ლუისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ამ დროსათვის ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ვაშინგტონში გადაიყვანა და საგამოძიებო იზოლატორში მოათავსა.

Press TV-ის წამყვანი აშშ-შია დაბადებული. ის შეერთებულ შტატებში ავადმყოფი ძმისა და ნათესავების მოსანახულებლად მიდიოდა.

ჰაშემის ნათესავებმა ტელეკომპანიას განუცხადეს, რომ მას 48 საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ და მისი დაპატიმრების შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს.

ჟურნალისტმა ოჯახის წევრებს აცნობა, რომ მას ცუდად ექცევიან. ჰაშემის თქმით, მისი ნების წინააღმდეგ ჰიჯაბი მოხსნეს და ჰალიალური და ვეგეტარიანული საკვების მიღების შესაძლებლობას არ აძლევენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე