სერბეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პუტინზე თავდასხმას გეგმავდა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 16.01.2019
ნანახია: 617

სერბეთში დააკავეს 21 წლის მამაკაცი, რომელიც ბელგრადში 17 იანვარს დაგეგმილ რუსეთის პრეზიდენტ -  ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დროს, მასზე თავდასხმას აპირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.

პოლიციამ სავარაუდო ტერორისტი არმინ ალიბაშიჩი პოტოკის დასახლებაში დააკავა. მისი სახლის ჩხრეკისას ნაპოვნია იარაღის არსენლი და ბომბების დასამზადებელი მოწყობილობა, ამის გარდა 21 წლის ვაჰაბიტის სახლში აღმოჩენილია „ისალმური სახელმწიფოს“ დროშა და ამ ორგანიზაციის შესახებ ლიტერატურა და სააგიტაციო მასალები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე