ოთარ დანელია კონფერენციაზე სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვას საჯარო განხილვისთვის წარადგენს

საქართველო, თბილისი - 17:33 | 10.12.2015
ნანახია: 1368

11 დეკემბერს, 09:00 საათზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია საერთაშორისო კონფერენციაზე - სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვას საჯარო განხილვისთვის წარადგენს.

სოფლის განვითარების გეგმის საბოლოო დოკუმენტის შესამუშავებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით კონფერენციაში მონაწილეობას იღებს ყველა ის უწყება, რომელიც სოფლის განვითარების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით ჩაერთვება.

საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარება საქართველოში” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ, ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში და ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით იმართება.

მისამართი: თბილისის ზღვის ახალიქალაქი, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე