ბრიტანეთის პარლამენტი დღეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრის

საქართველო, თბილისი - 11:51 | 16.01.2019
ნანახია: 546

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის მორიგი გამოცდა ელის პარლამენტში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ. დღეს დეპუტატები მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრიან.

ბრიტანელმა პარლამენტარებმა გუშინ, როგორც მოსალოდნელი იყო, Brexit-ის შეთანხმება ჩააგდესდა ამით მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარებას მისცეს გზა, მათ შორის ევროკავშირიდან ქვეყნის ყველაზე სახიფათო გამოსვლას და Brexit-ის გაუქმებას. შეთანხმებას მხარი 202-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 432 წავიდა.

იმ შემთხვევაში თუ მთავრობა კენჭისყრაში გაიმარჯვებს, მეი პრემიერად დარჩება და ორშაბათს ახალ გეგმას წარადგენს 29 მარტს დაგგემილ Brexit-თან დაკავშირებით.

თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, დაიწყება 14-დღიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მთავრობა ან შეეცდება დაიბრუნოს პარლამენტის ნდობა, ან მინისტრთა ახალ კაბინეტს ჩამოაყალიბებს. ამასთან, მეის შესაძლებლობა ექნება მთვარობის ფორმირების. თუ ის გვერდზე გადგომას გადაწყვეტს, მთავრობის ფორმირება კონსერვატორების ახალ ლიდერს მოუწევს (მანამდე ის უნდა აირჩიონ), ამასთან, პარალელურად ოპოზიციურ პარტიებას შეეძლებათ მთავრობის ფორმირების მცდელობაც.

ამ მომენტისთვის მხოლოდ კონსერვატიულ პარტიას აქვს საკმარისი მანდატი პარლამენტში, რათა მოვლენები გააკონტროლოს.

თუ მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდება. პარლამენტს დაითხოვენ, არჩევნები კი მისი დათხოვიდან 25 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ გაიმართება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე