ჯვრის მონასტერი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 16.01.2019
ნანახია: 680

ჯვრის მონასტერი გაიხსნა. გუშინდელ დღემდე ტაძარი დაკეტილი იყო და მის სანახავად ჩამოსულ ტურისტებს ეკალ-ბარდების გავლა და რკინის ღობეზე გადაძრომა უწევთ.

მონასტრის წინამძღვარი ეკლესიაში არც ტურისტებს და არც მომლოცველებს არ უშვებდა. გუშინ ჯვრის მონასტრის საძმომ წერილი გაავრცელა, სადაც განმარტეს ის მიზეზი, რის გამოც ტაძარი იყო დაკეტილი. განცხადების თანახმად, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება მოუგვარებელ კონფლიქტებს უკავშირდება.

წერილში ნათქვამია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე, გარემოვაჭრეებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი დაიკავეს და უკანონო ვაჭრობა დაიწყეს.

არსებული ინფორმაციით, მცხეთის მერიასა და  საპატრიარქოსთან შეთანხმება მიღწეულია. მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს. დაიდგმება სპეციალური დახლები და მოვაჭრეების საქმიანობა უფრო ცივილურ ფორმებს მიიღებს.

მონასტერში ღვთისმსახურება დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ის ღიაა მრევლისთვის და ვიზიტორებისთვის.

მცხეთის ჯვრის მონასტერი ვიზიტორებისთვის სამი დღის განმავლობაში იყო დახურული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე