ქუთაისში ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:08 | 16.01.2019
ნანახია: 696

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავტომობილი ქვეითს - 53 წლის მამაკაცს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ტროტუარის მოუწესრიგებლობის გამო, იძულებული იყო სამანქანო გზაზე გადასულიყო. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაეჯახა მას მანქანა.

შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მძღოლი მიიმალა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე