ანა დოლიძემ სამხედროს შვილი მიუნხენის კლინიკაში მოინახულა
საქართველო, თბილისი - 16:57 | 10.12.2015 ნანახია: 1779გერმანიაში საქმიანი ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ლუკა კეკიშვილი მოინახულა, რომელიც შპს მიუნხენის მუნიციპალურ კლინიკაში მკურნალობს. 5 წლის ლუკა კეკიშვილის ოჯახმა კლინიკას დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვის მიზნით მას შემდეგ მიმართა, რაც მოზარდს საქართველოში მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს.
ბავშვის მამა, კაპიტანი მამუკა კეკიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I მსუბუქ ქვეით ბრიგადაში მსახურობს. სამხედრო მოსამსახურემ დახმარებისათვის თავდაცვის, ასევე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებსა და გერმანიის ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას მიმართა.
პაციენტის საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების საერთო ღირებულებამ 31 500 ევრო შეადგინა. სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის პროგრამის - „მხარი მხარს“ ფარგლებში, თავდაცვის უწყებამ ოფიცრის შვილის მკურნალობა 16 500 ევროთი დააფინანსა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ლუკა კეკიშვილის დასახმარებლად 5 000 ევრო გამოყო, ხოლო, გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია BILD hilft e. V„Ein Herz für Kinder“-მა - 10 000 ევრო გადარიცხა.
ლუკა კეკიშვილი მიუნხენის მუნიციპალურ კლინიკაში თითქმის ერთი კვირაა მკურნალობს. პაციენტი ანა დოლიძესთან ერთად „ქართული ოცნების“ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა დიმიტრი ცქიტიშვილმაც მოინახულა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა