შოვში დაკარგულ 24 წლის მამაკაცს მესამე დღეა ეძებენ

საქართველო, თბილისი - 11:00 | 16.01.2019
ნანახია: 688

უკვე მესამე დღეა, რაჭაში 24 წლის ბიჭს ეძებენ - ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა.

თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით მან ტერიტორია დატოვა და დაიკარგა.

სამძებრო სამუშაოები, სოფლებთან ერთად ტყეშიც მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე