სოფელ ძევერასთან ავარიის შედეგად მძღოლი და მისი ორსული ცოლი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 16:23 | 15.01.2019
ნანახია: 783

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევას მძღოლისა და მისი ფეხმძიმე ცოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე