მგზავრთნაკადის ზრდით, ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია

საქართველო, თბილისი - 15:21 | 15.01.2019
ნანახია: 867

მგზავრთნაკადის ზრდით, ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია. ACI EUROPE-ისმონაცემებით, 2018 წლის ნოემბერში აეროპორტი, წინა წლის ნოემბერთანშედარებით, 132.5%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.

უფრო მაღალია ზრდა მხოლოდ იტალიის ქალაქებში: ტრაპანი (+553.3%), ფოჯა (+550%), ტარანტო (+366.7%) და ბერძნულ მიკონოსში(+252.4%). მაღალი ზრდის მქონე აეროპორტებს შორისაა დასახელებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც, სადაც მგზვართნაკადი ნოემბერში 19.4%-ით გაიზარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე